საჭიროა 29982 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პარლამენტი არჩეულ იქნეს პროპორციული სიით (მუხლი 49)
მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის გაუქმება იყო დღევანდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. 2008 წელს მაშინდელი ოპოზიციის და დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერები შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. სამწუხაროდ დღემდე „ქართული ოცნების“ მმართველობის 5 წლის მანძილზე მაჟორიტარული სისტემა ძალაში რჩება (ქართულ რეალობაში ეს სისტემა წარმოადგენს ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მოქნილ ფორმას).
თავისთავად ცალკე აღებული, მაჟორიტარული სისტემა დემოკრატიული ინსტიტუტია. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში თითქმის არსად არ გხვდება ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) სისტემითაა არჩეული. ევროპის კონტინენტზე სულ 2 სახელმწიფოა ასეთი: ლიტვა და უნგრეთი და იქაც სხვა ტიპის რეგულაციები უზრუნველყოფს რათა ერთმა პარტიამ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა.
გარდა ამისა მაჟორიტარული სისტემა ქართულ რეალობაში ოდნავადაც ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს:
შედეგად, ქვეყანაში, რომელსაც ფორმალურად დეკლარირებული აქვს ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება, მმართველი პარტია პარლამენტში ფლობს კონსტიუტიციურ უმრავლესობას (მანდატების ¾), რაც მიღწეულ იქნა სწორედ 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72-ში გამარჯვების შედეგად. ქვეყნის 71 მუნიციპალიტეტიდან 71-ვეში 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ, რაც ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევაა ევროპის კონტინენტზე.
მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ხელს შეუწყობს პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადექვატურ ასახვას (უკანასკნელ, 2016 წლის არჩევნებში პარტიებმა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ვერცერთი მანდატი, ჯამში ამომრჩეველთა ხმების 21% მიიღეს), ხოლო მმართველმა პარტიამ, რომელმაც ხმათა 48% მიიღო, მანდატების ¾-ზე მეტი მოიპოვა).