საკონტაქტო ინფორმაცია
არა მიუსაფარ ცხოველთა ჟლეტის კანონს (დაკანონებას) - შეიცვალოს კანონპროექტი !

საჭიროა 974 ხელმოწერა

26
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

არა მიუსაფარ ცხოველთა ჟლეტის კანონს (დაკანონებას) - შეიცვალოს კანონპროექტი !

არა მიუსაფარ ცხოველთა ჟლეტის კანონს (დაკანონებას) - შეიცვალოს კანონპროექტი !

ვთვლით რა, რომ მაია ბითაძისა და „ქართული ოცნების“ სახელისუფლო გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ სულ მცირე ნაჩქარევად და არაკვალიფიციურადაა მომზადებული. აქედან გამომდინარე, საიმისოდ რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად ქცევის შემდეგ, მოემსახუროს ადამიანთა და ცხოველთა კეთილდღეობას და არ გადაიქცეს ძაღლებისა და კატების ჟლეტის კანონად,  სულ მცირე, მოვითხოვთ, მის შინაარსში დაუყონებლივ  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

  1. ცხოველთა ევთანაზია დაშვებულ იქნას მხოლოდ ადამიანისათვის 100 პროცენტით სასიკვდილო, გადამდები დაავადების დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში და არა „ცოფზე ე ჭ ვ ი ს“ არსებობისას !
  2. ცხოველთა „გამოუსწორებელი აგრესიულობის“ ნიშნით მოკვდინება (ევთანაზია) დაშვებულ იქნას მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უმაღლესი განათლების მქონე ცხოველთა ქცევის სპეცილისტის დასკვნის საფუძველზე !
  3. ყველა კატეგორიის ცხოველის (მიუსაფარი, მიკედლებული, პატრონიანი) სტერილიზაციის ხარჯებისრულად დააფინანსოსსახელმწიფომ, უახლოესი 5 წლის მანძილზე მაინც და შესაბამისი დათქმა შეტანილ იქნას კანონპროექტის (შემდეგ კანონის გარდამავალ დებულებებში)
  4. ყველა კატეგორიის ცხოველის (მიუსაფარი, მიკედლებული, პატრონიანი) "ჩიპირებისა" და ცოფზე ვაქცინაციის ხარჯები სრულად დააფინანსოსსახელმწიფომ, უახლოესი 5 წლის მანძილზე მაინც და შესაბამისი დათქმა შეტანილ იქნას კანონპროექტის (შემდეგ კანონის გარდამავალ დებულებებში)
  5. გაუქმდეს ყოველგვარი შეზღუდვა მიუსაფარ ცხოველთა მიკედლების ან შეფარების ადგილებთან და რაოდენობასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნულიეწინააღმდეგება ქვეყანაში დღეისათვის მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ და ვეტერინარულ ნორმებს !
  6. მუნიციპალური თავშესაფრების საქმიანობის სრული გამჭვირვალობის უზუნველყოფა, მათ ტერიტორიაზე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლეთა შეუზღუდავად დაშვების, ასევე მიუსაფარ და სხვა ცხოველთა დაჭერა-გაშვების და მათი სტერილიზაციისა, ასევე სხვა ოპერაციების ამსახველი ვიდეო ჩაწერის ვალდებულების დაწესების გზით (ჩანაწერების არანაკლებ 3 თვის ვადით შენახვის პირობით.

ჩვენ ასევე ვთვლით, რომ  უნდა გადაიდოს აღნიშნული კანონპროექტის ფორსირებული (დაჩქარებული) წესით განხილვა-მიღების პროცესი და იგი ხელახლა წარიმართოს, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებითა და აღნიშნულ სფეროში არსებული, საუკეთესო, დასავლეთ ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

აღნიშნული უმნიშვნელოვანესია, რადგან დღემდე პროცესში  მასობრივად ირღვეოდა მოქალაქეთა, მათ შორის ცხოველთა დამცველთა უფლებები.ასევე, ირღვეოდა საჯაროობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი (შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ცხოველთა დამცველების, ცხოველთა მიმკედლებლების და სხვა დაინტერესებული პირების მნიშვნელოვან ნაწილს არ ეძლეოდა საშუალება შესაბამის სხდომებზე დასწრებისაც კი, არაფერი რომ ვთქვათ, მათი , კვალიფიციური და ლოგიკური შენიშვნების გათვალისწინებაზე.) ამასთანავე, ზემოხსენებული დოკუემნტის მომზადებაში არც თავად მისი ინიციატორების მიერ არ მომხდარა სათანადო კვალიფიკაციის და ყველა სათანადო სფეროს ექსპერტთა ჩართულობის უზრუნველყოფა. სწორედ ამან და სავარაუდოდ, კანონპროექტის ავტორთა არაკეთილსინდისიერმა მიზნებმაც განაპირობა ის, რომ გარდა ზემოხსნეებულისა, კანონპროექტში მრავალი სხვა მიუღებელი და ბუნდოვანი დებულებაცაა მოცემული, რომლებიც ასევე მოითხოვს შეცვლასა და დაზუსტებას.

ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი

ბიოლოგი, ეკოლოგიის მაგისტრი,

ვეტერინარიის მაგისტრი (მაგისტთან გათანაბრებული ხარისხი)

გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველი კავშირი "ლობოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1998-2002, 2006-2010 წელებში)