საჭიროა 29941 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
დაუშვებელია ადამიანის გამოსახლება საცხოვრისიდან თუ არ არის უზრუნველყოფილი ალტერნატიული ფართი (მუხლი 31)
ევროპის სოციალური ქარტია (სტრასბურგი, 3.V. 1996). რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მუხლი 31 უფლება საცხოვრებელ ადგილზე:
საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს:
1. ხელი შეუწყონ საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას;
2. თავიდან აიცილონ და შეამცირონ უსახლკარობა თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით;
3. შექმნან საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა, მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გაჩნიათ.
ესპანეთის კონსტიტუციის მუხლი 47:
ყველა ესპანელს აქვს ღირსეული და ადექვატური საცხოვრებლის უფლება. ხელისუფლება ხელს უწყობს შესაბამისი პირობების და სტანდარტების შექმნას, აწესრიგებს მიწათსარგებლობას სპეკულაციის აღკვეთის მიზნით. თვითმმართველობები მონაწილეობას იღებენ ქალაქის დაგეგმარების პროცესში.
ფინეთის კონსტიტუციის მე-19 მუხლი:
... ხელისუფლება ხელს უწყობს ყველას უფლებას ჰქონდეს საცხოვრებელი.