საკონტაქტო ინფორმაცია
ფლორენციაში საარჩევნო უბნის გახსნა

საჭიროა 2892 ხელმოწერა

108
3000
ადრესატი:
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ილია დარჩიაშვილი
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი კალანდარიშვილი

ფლორენციაში საარჩევნო უბნის გახსნა

შესავალი:

მეგობრებო, ემიგრანტებო და სამშობლოდან დროებით გადმოხვეწილო ხალხო, ვქმნი პეტიციას, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია მოვითხოვოთ საარჩევნო უბნის გახსნა ქ. ფლორენციაში. ყველამ ვიცით, რომ ფლორენციაში და მის შემოგარენში ძალიან ბევრი ქართველი ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ჩვენი საარჩევნო ხმა არ უნდა დაიკარგოს. ცესკო საარჩევნო უბანს გახსნის 50-დან 3000-მდე ამომრჩევლის შემთხვევაში. როგორც საკონსულოში განმიმარტეს, საჭიროა დავწეროთ განცხადება და სასურველია ემიგრანტების ხელმოწერებიც დავურთოთ. რაც მეტნი მივაწვდენთ ხმას, მით უფრო დიდი შანსია რომ ცესკომ ფლორენციაშიც გახსნას საარჩევნო უბანი. 

ქვეყნის გრაფაში ჩამონათვალიდან მოუთითეთ იტალია. 

ხოლო ქალაქის გრაფაში ჩაწერეთ იტალიის ის ქალაქი/სოფელი სადაც ცხოვრობთ ამჟამად.

ხმის მიცემა შეგვეძლება მიუხედავად იმისა, გვაქვს იტალიური საბუთი თუ არა. პასპორტით ან პირადობის მოწმობით მივალთ საარჩევნო უბანზე და მივცემთ ხმას. ამისთვის აუცილებელია წინასწარ გავიაროთ საკონსულო აღრიცხვა, რომ ცესკომ სიაში ჩაგვსვას. საკონსულო აღრიცხვა შეგიძლიათ გაიაროთ ამ ბმულზე

 

 

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი კალანდარიშვილს
და
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ილია დარჩიაშვილს

ჩვენ, იტალიის ემიგრანტები, გთხოვთ, რომ ტოსკანის რეგიონში მაცხოვრებელი ქართველებისთვის გახსნათ საარჩევნო უბანი ქ. ფლორენციაში. მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერი შაბათია, უმეტესი ჩვენგანისთვის შაბათი არის სამუშაო დღე და ვერ შევძლებთ რომში წასვლას საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის. გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ და მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. ამას შევძლებთ თუკი გვექნება საარჩევნო უბანი ჩვენთან ახლოს. 

ფლორენციაში საარჩევნო უბნის გახსნას და ამ განცხადებას ვადასტურებთ ქვემოთ ხელის მოწერით.