საკონტაქტო ინფორმაცია
რუსთავი 2 ეგზიტპოლებს  აყალბებს!

საჭიროა 48493 ხელმოწერა

1507
50000
ადრესატი:
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2 ეგზიტპოლებს აყალბებს!

სოციალური ფორუმი „ამერიკის ნამდვილი მეგობრები“ ( GFA ) გამოვდივართ ინიციატივით,
50 000 ხელმოწერით გავამყაროთ ჩვენი პეტიცია და გავაპროტესტოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტყუილზე, გაყალბებაზე აგებული წინასაარჩევნო კვლევები. რამოდენიმე დღის წინ ამ ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გაჟღერდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს. ეს ფაქტი გადამოწმებულია და  წარმოადგენს სიცრუეს!  სწორედ ეს სიცრუე დაედო საფუძვლად ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ს მიერ შესრულებულ (საქართველოში დაკვეთის შემსრულებელი კომპანია BCG  ეკუთვნის ნაცაქტივისტ ლევან თარხნიშვილის მეუღლეს) და მათივე ეთერით გაჟღერებულ გამოკითხვის შედეგს, რომლის მიხედვითაც,"ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს გამოკითხულთა 25, 4% ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" არც მეტი, არც ნაკლები-26%. გამომდინარე ზემოთ მოყვანილი სიცრუის მაშტაბურობიდან, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 8 ოქტომბრის საღამოს, რუსთავი 2-ის ეთერში ტრანსლირებულ ეგზიტპოლის შედეგებსაც არ ექნება სიმართლესთან არანაირი საერთო და  გამოყენებული იქნება არეულობის ინსპირირებისთვის.
გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას , რათა გამოვხატოთ უნდობლობა რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების მიმართ !