დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
შეუწყდეს პარტიული საქმიანობა ძალადობრივ პოლიტიკურ ორგანიზაცია "კონსერვატიულ მოძრაობას"
აქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაფუძნებული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე და არ უქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანის უფლებებს.
დღეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" საქმიანობა, რომელიც ღიად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. აღნიშული პარტიის საქმიანობა და იდეა ეწინააღმდგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის წინაშე.
"კონსერვატიული პარტიის" არსებობის მანძილზე, პარტიის ლიდერები არაერთხელ გამოირჩეოდნენ ძალადობის მოწოდებითა და ქმედებით, არაერთი ქმედებით ცდილობდნენ გაეღვივებინათ რელიგიური, ეთნიკური და სოციალური შუღლი.
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ
მუხლი 5
2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მუხლი 35
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.