საკონტაქტო ინფორმაცია
არა მასწავლებელთა დისკრიმინაციას!

საჭიროა 1406 ხელმოწერა

1594
3000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

არა მასწავლებელთა დისკრიმინაციას!

2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებოდათ მასწავლებლებს ხელფასი 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტში და თითოეული პედაგოგის ხელფასი გახდებოდა 1700-1800 ლარი და ზევით. 

სახელფასო ფორმულის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას იანვრიდანვე დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ზოგადი განცხადებების მეტი არ გაკეთებულა და ახლა უშუალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საუბრებში აღნიშნავდა, რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, თუმცა, მიუხედავად განცხადებებისა, უფროსის სტატუსი და დანამატი გაქრა, წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის - 300.

მოვითხოვთ, თითოეული პედაგოგის  სტატუსი და შესაბამისი დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე.