საკონტაქტო ინფორმაცია
არა რუსულ კანონს! კი ევროპას!

საჭიროა 892 ხელმოწერა

108
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!

ჩვენ,ქართველი ახალგაზრდები, ვეწინააღმდეგებით "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერილ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ." ვიაზრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი, ასევე, ის სიკეთეები რომელსაც დასავლეთი ახალგაზრდების განვითარებისთვის აკეთებს.  ვაანალიზებთ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეგვექმნას ჩვენ და ასევე კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებას.

შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ.საუკუნეების მანძილზე საქართველო იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ქართველებმა არაერთხელ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია. მაგრამ ახლა, რუსული კანონის ანალოგი საქართველოში წყალში ყრის თაობების შრომას და სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ამ კანონის ამოქმედებით ვკარგავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის  მიერ შემოთავაზებულ  შესაძლებლობას გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრი,კერძოდ, აშშ-ს მიერ წარმოდგენილი შეთავაზების პაკეტი “Megobari” საქართველოსთვის, გულისხმობს :

•სავიზო რეჟიმის გამარტივებას

•შეღავათიან სავაჭრო პირობებს

•გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას

და ეს არის  მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება.

ასეთ ისტორიულ დროს, როცა ყველაზე ახლოს ვართ ჩვენს სანუკვარ მიზანთან, ამ კანონის მიღება საქართველოს დაუკარგავს შანსს გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და ასევე ზიანს მიაყენებს ბევრი ქართული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან საქმეს, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და გააჩუმებს ყველა განსხვავებულ აზრს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართვრლოს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ანტიკონსტიტუციური კანონი, გამოიყენოს ბოლო შანსი და არ დაძლიოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. ასევე, კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაყრდნობით გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. 

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!