საკონტაქტო ინფორმაცია
#მოინდომედაგვეშველება!

საჭიროა 996 ხელმოწერა

4
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

#მოინდომედაგვეშველება!

#მოინდომე და გვეშველება!

პრივილეგირებული პენსიონრები (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები) ყოველთვიურად იღებენ პენსიას 6 მლნ ლარის ოდენობით ანუ წლიურად მათი პენსიების დასაფინანსებლად ჩვენი (გადასახადის გადამხდელის) ჯიბიდან იხარჯება 71,5 მლნ ლარამდე (წყარო: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1193), რაც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება, მათ შორის:

1) <!--[endif]-->672 ყოფილი პარლამენტის წევრი თვეში იღებს 560 ლარის პენსიას;

2) <!--[endif]-->70 პარლამენტის აპარატის ყოფილი თანამშრომელი იღებს - 515 ლარის პენსიას;

3) <!--[endif]-->21 ყოფილი დიპლომატი - 483 ლარს;

4) <!--[endif]-->4 უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახი - 2787 ლარს;

5) <!--[endif]-->3 კონტროლის პალატის ყოფილი მოხელე - 560 ლარს;

6) 16 საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - 1105 ლარს;

7) <!--[endif]-->44 უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - 1200 ლარს;

8) <!--[endif]-->60 საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - 554 ლარს.

ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში 1,2 მლნ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 720 ათასი პენსიონერის საბაზისო პენსიის ოდენობა შეადგენს 180 ლარს, 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები არ ფინანსდება.

საერთოდ გაუგებარია, თუ რატომ, რა დამსახურებისთვის ამ კატეგორიებს ეკუთვნის ასეთი მაღალი პენსიები და არ ეკუთვნის სხვა საჯარო მოხელეებს და მაღალი თანამდებობის პირებს, განათლების, ჯანდაცვის, მძიმე მრეწველობის, სამთომომპოვებელი და სხვა სფეროებში ყოფილ მომუშავე პენსიონერებს? ეს იმ ფონზე, როცა ჩვენთან არ არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა (მეტს გადაიხდი, მეტს მიიღებ) და არსებული საპენსიო სისტემა უფრო სოციალური დახმარების სახით გაიცემა.

ჩვენი შემოთავაზებაა:

1) <!--[endif]-->გაუქმდეს პრივილეგირებული პენსიები (არ ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებისთვის დანიშნულ 1000 ლარიან დახმარებას), რითაც ბიუჯეტში წლიურად გამონთავისუფლდება 32 მლნ ლარი;

2) <!--[endif]-->გამონთავისუფლებული 32 მლნ ლარით შესაძლებელია:

ა) სხვა არაეფექტური პროგრამების/ხარჯების გაუქმებასთან ერთად დავტოვოთ ისევ ბიზნესში ანუ არ ამოვიღოთ გადასახადების სახით და საშუალოვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას/ბიუჯეტს/ხალხს;

ბ) ან მოხმარდეს მოწყვლადი ჯგუფების მედიკამენტებითა და პრევენციული პროგრამების დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვნად ეფექტურს გახდის ჯანდაცვის ხარჯებს;

ბ) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პირების ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელოვანი დაკმაყოფილებისთვის გამოვიყენოთ!

ჩვენი (გადასახადის გადამხდელის) გადახდილი ფულით პრივილეგირებული პენსიონერები სახელმწიფო სამსახურისთვის იღებდნენ ხელფასებსა და მაღალ პრემიებს/დანამატებს და მთელი ცხოვრება მათი დაფინანსება ვისაც გინდათ, არ დაგვიჭიროთ მხარიJ

მოვინდომოთ ერთად და გვეშველება! ძალა ერთობაშია!