საკონტაქტო ინფორმაცია
არ მოუწიოს საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება, მოხდეს ზღვარის 600 ლარზე აწევა!

საჭიროა 434 ხელმოწერა

13566
14000
ადრესატი:
  • ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

არ მოუწიოს საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება, მოხდეს ზღვარის 600 ლარზე აწევა!

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს 300 ლარიანი ზღვარის აწევა 600 ლარზე, რათა შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები მოსფლიოს სხვადასხვა საიტებზე ნორმალურ ფასად და აღარ მოგვიწიოს 90 $ იან ნივთზე განბაჟება .  ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში.

300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა

1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების;

2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა

3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ  160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 90 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება;

4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის

5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი)

6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების