საკონტაქტო ინფორმაცია
მხატვარ ლია უკლებას და კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად

საჭიროა 19091 ხელმოწერა

909
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

მხატვარ ლია უკლებას და კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს,

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

 

პირველ ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებაზე მხატვარ ლია უკლებასა და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ გაკეთებული შეფასების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგმართოთ.

პატრიარქის შეფასებით, "არის ერთი სამწუხარო ამბავი - წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან," აღნიშნული შეფასება იძლევა  შეშფოთების საფუძველს, რომ შესაძლოა სხვადასხვა რადიკალურად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა პატრიარქის განცხადება აღიქვან როგორც მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფები წლების მანძილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათთვის მიუღებელი მოსაზრებებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს.  

 

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები, მოვითხოვთ:

 

საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლისკოს პატრიარქს.

საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციისა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების გარანტი, მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს ნათელი განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, უზრუნველყოს მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება.