საჭიროა 4984 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გადაეცეს ერმალო მაღრაძეს ღირსების ორდენი
ერმალო მაღრაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია.
იგი ერთი კამერით ახერხებს და იღებს თრეშის ჟანრის კლასიკებს. აზრი კრეატიულად და საუცხოოდაა გადმოცემული მის ფილმებში.
მისი პირველი ფილმი, გენიალური რეჟისურის და სცენარის მატარებელი - ,,შვეციის პრინცი იმერეთიდან’’ ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი შედევრია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა.
მან ბავშვობის და ყმობის წლები უკიდურეს გაჭირვებაში განვლო. იგი ირიცხებოდა მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, თუმცა შემდეგ დედის მარტო დარჩენის შიშის გამო მიატოვა სწავლა და გადაწყვიტა პენსიონერი დედისთვის მოევლო. ამის შემდეგ ბატონმა ერმალომ საკუთარი ინიციატივით და საკუთარი შესაძლებლობებით შეისწავლა კინოხელოვნება და კინორეჟისურა. ზეპირად იცოდა წამყვანი რეჟისორების ხელწერები.
ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა თეატრში, მათ შორის მექანიკის თანამდებობაზეც კი.
ერმალო მაღრაძე არის ძალიან გულწრფელი, კეთილი და ჯიგარი კაცი.
სწორედ ამის გამო, ჩვენ მოვითხოვთ გადაეცეს მას ღირსების ორდენი და შესაბამისად მისი სახელის და გვარის გამოცხადებისას ყველამ იხმაროს ფრაზა - ,,ღირსების ორდენის კავალერი, ლეგენდარული, ერმალო მაღრაძე’’
მოთხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დააყენოს დღის წესრიგში ეს საკითხი.
მის ფილმოგრაფიაში ასევე შედიან ფილმები:
ჟამი მოლოცვისა (2001)
სახელმწიფო სახელმწიფოში (2003)
საიმედო კავშირი (2004)
სიცოცხლის წყარო (2007)
სიძე (2008)
გზააბნეულნი (2013)
აპოკალიფსი არ იქნება (2016)
თეა (2018)
ნათამაშები აქვს ფილმებში:
იმედის მწვანე კუნძული (1978)
უცხო (1988)
გზააბნეულნი (2013)
ასევე, Facebook event-ი: https://www.facebook.com/events/394827574687594
#ერმაLOVE ♥️