საკონტაქტო ინფორმაცია
დავეხმაროთ East Point-ში მოხეტიალე ძაღლებს

საჭიროა 1864 ხელმოწერა

136
2000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავეხმაროთ East Point-ში მოხეტიალე ძაღლებს

როგორც ცნობილია, "ისთ ფოინთის" ტერიტორიაზე მოხეტიალე ძაღლების რაოდენობამ იმატა. ეს ფაქტი არა მხოლოდ "ისთ ფოინთის" მომხმარებლებსა, თუ სავაჭრო ცენტრში მომუშავე პერსონალს უქმნის პრობლემებს, არამედ, თავად ცხოველების არსებობის პირობებს აუარესებს.

მომხმარებლების და სავაჭრო ცენტრის პერსონალის მხრიდან აღინიშნა უამრავი ფაქტი, რომ ძაღლებს წასასვლელი არსად არ აქვთ და იძულებულები არიან მაღაზიებს შეაფარონ თავი. კერძოდ, მაღაზიების შესასვლელებში განთავსდნენ, რაც, თავისთავად დისკომფორტს უქმნის, როგორც მაღაზიების თანამშრომლებს, ასევე, მომხმარებლებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები მათ კვებავენ და მაღაზიებიდან არ აგდებენ, რაც მათ უაღრესად დადებითი კუთხით წარმოაჩენს, რამეთუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როდესაც ქუჩები უპატრონო ძაღლებით არის სავსე. მიუხედავად ზემოთქმულისა, ეს საკმარისი არ არის, ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მხარდაჭერა და დახმარება კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ.

ჩვენ "ისთ ფოინთის" ადმინისტრაციას 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში თხოვნით მივმართეთ, რომ მათ თავიანთ გარე ტერიტორიაზე, ამ ძაღლებისთვის რამდენიმე მცირე ზომის სახლის დასადგმელად ფართი გამოეყოთ, რომ ისინი შედარებით უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს და ყურადღებას არ გვაქცევს.

აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო ზომების მიღება, რაც თავიდან აგვაცილებს შესაძლო კანონდარღვევებს, ცხოველებთან მიმართებაში. 

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ "ისთ ფოინთის" ტერიტორიაზე ძაღლების რაოდენობის მატება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ უბნიდან უბანში ძაღლების გადანაწილების მეთოდის გამოყენებით არის გამოწვეული. მიგვაჩნია, რომ ეს მეთოდი უნდა შეიცვალოს.

ასევე ასაღნიშნია, რომ ძაღლების გარკვეული რაოდენობა არ არის სტერილიზებული და ვაქცინირებული, რაც, თავის მხრივ, უსახლკარო ძაღლების რაოდენობის უკონტროლო ზრდას იწვევს. ვთხოვთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. 

ჩვენ, "ისთ ფოინთის" ადმინისტრაციას, საქართველოს ცხოველთა დაცვისა დაგადარჩენის საზოგადოებას (GSPSA) და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (სსიპ) ვთხოვთ სერიოზულად შეისწავლონ აღნიშნული საკითხები და დაგვეხმარონ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ცხოველებისთვის დროებითი თავშესაფრის აშენების უფლების მოპოვებაში.

ვიტოვებთ იმედს, რომ მხარს დაგვიჭერთ ამ წამოწყებაში, რითაც უსახლკარო ცხოველებს სერიოზულ მხარდაჭერას გავუწევთ.

 

პატივისცემით,

მაია ხვედელიძე


ვარ ხელოვანი. მიყვარს სამყარო, ყველაფერი ცოცხალი (და არა მხოლოდ). ვარ ვეგეტარიანელი, დაახლოებით 15 წელია. მთელი ძალებით ვცდილობ დავეხმარო მათ, ვისი დახმარებაც შემიძლია. ამ კონკრეტულ პეტიციას იმიტომ ვაწერ ხელს, რომ ვიცი, ამ ცხოველებს (კერძოდ - ძაღლებს) ჩემი დახმარება ესაჭიროებათ. გული მტკივა იმის გაფიქრებისას, თუ რა ტკივილს იტანენ ისინი, როცა ადამიანი მათ ასე ებყრობა და მათი გამოყენებით სამარცხვინო "შოუს" დგამს. მოვუწოდებ ყველას, ჩართოს თავისი ცნობიერება, ადამიანობა გამოავლინოს და სწორად გაიაზროს, თუ რას ჩადის ეს ხალხი.   

ვრცლად