საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეწყდეს კოლაბორაციონალისტური პარტიის ,,ცენტრისტების'' საარჩევნო კლიპის გაშუქება

საჭიროა 961 ხელმოწერა

39
1000
ადრესატი:
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეწყდეს კოლაბორაციონალისტური პარტიის ,,ცენტრისტების'' საარჩევნო კლიპის გაშუქება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს

ბატონ გიორგი ბარათაშვილს

 

ბატონო გიორგი,

მიგვაჩნია, რომ  რუსული პროპაგანდის შემცველი ნებისმიერი მასალის ტელევიზიის ეთერით გაშუქება ლახავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს. საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის, მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეწყდეს კოლაბორაციონალისტური ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი მასალების გაშუქება.

მაშინ, როცა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) და ევოკავშირში ინტეგრაცია/პოპულარიზაცია დაუშვებლად მიგვაჩნია ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით, ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკით და სამხედრო ტექნიკის ილუსტრირებით დამზადებული ანტისახელმწიფოებრივი და კოლაბორაციონალისტური შინაარსის შემცველი კლიპის გაშუქება.

ჩვენი მოსახლეობის იმ უმრავლეობის სახელით, რომლებიც ორიენტირებული ვართ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყონებლივ შეწყდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარტია ,,ცენტრისტები’’– ს წინასაარჩევნო კლიპის გაშუქება.