საჭიროა 1921 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
შეჩერდეს ყვითელი მიკროავტობუსების კუსტარულად გაზზე გადაყვანა, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს
სამგზავრო მიკროავტობუსების გადაყვანა გაზზე კატეგორიულად დაუშვებელია და ის პირდაპირი გაგებით ფეთქებადსაშიშია.
1. მიკროავტობუსებს არ აქვთ შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ გაზის ბალონი განთავსდეს უსაფრთხოდ, ამიტომაც უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით გაზის ბალონები დაამონტაჟეს ძარაზე, კერძოდ კი გარე ზედაპირზე. ავტოსაგზაო შემთხვევისას, თავღია ჭაში ან უბრალოდ ღრმა ორმოზე გადასვლისას მაღალია რისკი აფეთქების, რასაც შესაძლოა შეეწიროს ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე
2. გაზზე გადაყვანის გამო შეიცვალა ავტომობილის ძრავა, რაც ასევე კატეგორიულად დაუშვებელია
3. გაურკვეველია, როგორ გადიან ტექ-დათვალიერებას ასეთი ავტომობილები, ფაქტია რომ ნებართვების გაცემა ხდება გაყალბებით
შეშფოთებას გამოვთქვამთ მერის უპასუხისმგებლო განცხადებაზე, რომ ის არ ერევა აღნიშნულ საკითხებში. ასევე მისი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი ხდება სტანდარტების დაცვით, რაც არის სიცრუე ან უბრალოდ ქალაქის მერი არ ფლობს ინფორმაციას.
მოვითხოვთ, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები ვინ გასცემს ნებართვებს ასეთ მიკროავტობუსებზე.
ასევე მივმართავთ მგზავრებს უარი თქვან „მოსიარულე ნაღმით“ მგზავრობაზე, ვინაიდან არავინ იცის როდის აფეთქდება კუსტარულად გადაკეთებული მიკროავტობუსი.
გთხოვთ მოაწერეთ ხელი , რათა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე