საკონტაქტო ინფორმაცია
დავიცვათ არშობილი ბავშვებისა და მათი დედების უფლებები

საჭიროა 49861 ხელმოწერა

139
50000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

დავიცვათ არშობილი ბავშვებისა და მათი დედების უფლებები

საქართველოს კანონმდებლობა ცალკეულად ქალისა და ბავშვის უფლებებს იცავს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც მუცლად იმყოფებიან.

სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებების კონცეფციაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რასაკვირველია, უფლებაა არჩევანის უფლებაც, მაგრამ ერთის მხრივ, არჩევანი არ შეიძლება სხვა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაკეთდეს, მეორეს მხრივ კი, თავად ის დედებიც, ვინც მუცლად მყოფი შვილების სიკვდილს გადაწყვეტენ ხოლმე, თავისუფლები არ არიან ამ არჩევანში.

მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, ჩაკეტილი საზოგადოების "წეს-ჩვეულებები" და დამოკიდებულება მარტოხელა დედების მიმართ, უკანონოდ გაჩენილი ბავშვების მიმართ, ოჯახის წევრთა მხრიდან ზეწოლა მოიშორონ არასასურველი სოციალური ტვირთი ან სელექციური აბორტის, როგორც საზოგადოების სენის გავლენა ქალებზე, ხშირად მათი "ნებაყოფლობითი" გადაწყვეტილებების მაპროვოცირებელია.

აიკრძალოს აბორტი. შეიქმნას პირობები ანონიმური სამშობიარო სახლებისათვის, შესაძლებლობა გაჩნდეს ბავშვის ანონიმურად გასაშვილებლად და დაიწყოს აქტიური კამპანია მარტოხელა დედების, უკანონოდ გაჩენილი ბავშვების მხარდასაჭერად.

მას შემდეგ რაც ჩავისახებით, სიცოცხლე ეს მხოლოდ ჩვენი მშობლების გადაწყვეტილება აღარ არის!

დაუჭირეთ მხარი ინიციატივას, ერთად ვიბრძოლოთ ყველა ადამიანის უფლებისათვის.


არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელი"

 www.facebook.com/pages/მომავლის სოფელი/village of the future