საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ სვანეთი!

საჭიროა 4756 ხელმოწერა

244
5000
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გადავარჩინოთ სვანეთი!

სვანეთის მოსახლეობა უკვე მრავალი წელია მთავრობისგან ვითხოვთ დახმარებას იმ უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელთა წინაშეც დიდი ხანია ბედის ანაბარა ვართ დარჩენილი. საქმე ეხება ერთის მხრივ ელემენტარულ საკითხებს, როგორიცაა ელექტროენერგიის უწყვეტი მოწოდება, ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, გაუმართავი გზის (რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა) რეაბილიტაცია, რეგიონის გაზიფიცირება - იმ ყველაფერს, რაც 21-ე საუკუნეში და თან ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ზონაში არ შეიძლება საოცნებო იყოს. 

მეორეს მხრივ, საქმე ეხება არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სვანეთის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა, გარემოს დაცვა, მოსალოდნელი გარდაუვალი ეკოლოგიური საფრთხეების ანალიზი და ზიანის მინიმიზება, გაუტყეურების შეჩერება, ქაოტური განაშენიანების აღკვეთა, ოვერტურიზმით გამოწვეული ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება და ა. შ.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრას ესაჭიროება პოლიტიკური ნების გამოხატვა, სისტემური მიდგომა, მკაცრი ზომების მიღება უმოკლეს ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ მორიგ საგანძურს, რისი უფლებაც ამ ქვეყანას აღარ აქვს.

ჩვენი მოთხოვნაა, რეგიონულმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში წარმოგვიდგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმები ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ასევე ვითხოვთ, ადგილობრივი მოსახლეობა ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც პირველ რიგში ჩვენ გვეხება.


"თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის" ადგილობრივი სათემო საინიციატივო ჯგუფია, რომლის მიზანია, რეგიონის მოსახლეობის ჩართულობა გაზარდოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში იმ საკითხებზე, რაც უშუალოდ მოსახლეობას ეხება. რადგან არავინ იცის ჩვენზე უკეთ ჩვენი პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ.  

ვრცლად