საკონტაქტო ინფორმაცია
დეკლარაცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო გარიგებების ბათილობის შესახებ

საჭიროა 937 ხელმოწერა

63
1000
ადრესატი:
  • საზოგადოება

დეკლარაცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო გარიგებების ბათილობის შესახებ

 


ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი პირები, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნებზე საქართველოს პარლამენტის წევრებად აირჩია საქართველოს
მოსახლეობამ


ჩვენ, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე გავაკეთეთ არჩევანი პრო-დასავლური
ოპოზიციის სასარგებლოდ, რათა საქართველოს გაეგრძელებინა პრო-ევროპული
რეფორმები, საბოლოო ჯამში ევროკავშირში შესასვლელად,


ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი არჩევანი მოიტაცა პარტია „ქართულმა ოცნებამ,“
რითაც წაგვართვა დემოკრატიული არჩევანი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ
გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ,


ჩვენ, ვინც ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ამოსავალი
დებულებაა, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი,


ჩვენ, ვისაც სურვილი გვაქვს გავუწიოთ საერთაშორისო წინააღმდეგობა
„ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს გაღარიბებასა და ძარცვას რუსული
და კორუფციული ინტერესების სასარგებლოდ,


ჩვენ, ვისაც გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე
ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომელიც შეიძლება გადაგდას საერთაშორისო ასპარეზზე
ავტორიტარულმა მმართველობამ საკუთარი ინტერესის, მათ შორის რუსული და
კორუფციული ინტერესის სასარგებლოდ, და ჩვენი ქვეყნისა და მემკვიდრეობის
საზიანოდ,


საქართველოს კონსტიტუციური პრინციპების, დემოკრატიული მმართველობისა
და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე


ვაცხადებთ შემდეგს:


ნებისმიერი საერთაშორისო გარიგება დადებული „ქართული ოცნების“
ავტორიტარული მმართველობის მიერ დაექვემდებარება გადასინჯვას და
ბათილობის საკითხის დაყენებას ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების
შემდგომ.


ვიტოვებთ საერთაშიროსი სამართლის უზრუნველყოფილ უფლებას
განვიხილოთ „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ყველა ვალდებულების
შედეგების ბათილობის საკითხი ქართველი ხალხის დემოკრატიული

ინტერესებიდან გამომდინარე და უარი ვთქვათ ამ ვალდებულების
შესრულებაზე.