საჭიროა 48 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
შეეცვალოს დასახელება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ პოსტს!
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი საქმიანობა, გამომდინარე სათაურიდან, უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაძაბულობის კერების განმუხტვისათვის, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა. მაგრამ ეს სამსახური მოწოდებულია მხოლოდ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დიალოგისადმი და ეთნიკურ და სხვა უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
საქართველოში დღეს გამეფებული, მუდმივად მაღალი ტემპერატურის დაპირისპირებები ამ სამსახურს არაფრად ანაღვლებს. მსგავსი სიტუაციაა იმ სამსახურში, რომელსაც ასევე პირდაპირ ევალება ქვეყანაში დამყარებული შუღლის გასანეიტრალებლად მუშაობა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ პრეზიდენტი აქა-იქ ადასტურებს მაინც ამ გაუსაძლის მდგომარეობას.
შერიგება, სამოქალაქო თანასწორობა და პოსტი „სახელმწიფო მინისტრი“ უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ამ სამსახურის დებულებაში გაწერილი საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები.
ამიტომ ამ დასახელებით ეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღიქმება, როგორც არაადეკვატური. შესაბამისად, ეს დასახელება უნდა შეიცვალოს.
თამაზ გაბისონია
„ეთიკური ურთიერთობები“