საჭიროა 1994 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
აღადგინეთ ქუთაისის ავტოქარხნის აეროპორტი
მაშინ როდესაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა აქედან გამომდინარე კი საავიაციო რესისების უპრიანი იქნებოდა ძველი აეროპორტების აღდგენა თუნდა სათადარიგოს მიზნით, თითქმის ყვოველდღე გვესმის რომ კოპიტნარის აეროპორტიდან რომელიც ქუთაისიდან 15 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული ახალ-ახალი რეისები სრულდება, ხოლო მგზავრთა უმეტესობა რომლებიც ამ რეისებით სარგებლობს საბოლოოდ ქუთაისში მოდის, გარდა ამის ხდება ისიც როცა რეისი ზოგჯერ ადრე ჩამოდის და მიზეზთა გამო ავიალაინერები ქალაქის თავზე ტრიალდებიან დაბალი ტრაექტორიით რაც კიდევ დროის და საწვავის ზედმეტ ხარჯვასთან ასევე ხმაურთან და უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად მიგვაჩნია ქუთაისის ავტოქარხნის აეროპორტის აღდგენა რომლიდანაც თავის დროზე ქვეყნის შიგა რეისები სრულდებოდა არამარტო ვერტმფრენებით და კუკურუზნიკის ტიპის თვითმფრინავებით არამედ იაკ-40 ის ტიპის მცირე ლაინერებითაც. და თუ საფრენი ბილიკი დაგრძელდება რომლის პირობაც თავისუფლად იქმნება შესაძალებელია ბოინგ-737 ისა და აირბუს-320 ის ტიპის თავისუფლად მიღებაც, სხვა რომ არაფერი იგი მდებარეობითაც მოსახერხებელია, აეროპორტი მდებარეობს ქალაქში და იქ ჩამოსული მგზავრი მოხვდება პირდაპირ დანიშნულების ადგილზე.და ქუთაისის ცენტრში უფრო ადრე მოხვდება ვიდრე კოპიტნარში ჩამოსული რომელმაც ქალაქამდე 15 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროს თან იმის გათვალისწინებით რომ ავტობანი ქუთაისს გვერდს უქცევს, გარდა ამისა ავტოქარხნის აეროპორტი მდებარეობით უფრო ხელსაყრელია კურორტ წყალტუბოსთან დასაკავშირებლად, მანძილი წყალტუბომდე დაახლოებით 11 კილომეტრია, ასე რომ აღნიშნული აეროორტის აღდგენა-ამოქმედება უფრო მომგებიანი და პრაქტიკულია, იგი ნიშნავს ზედმეტი ხარჯის, დროისა და საწვავის დაზოგვას, გარდა ამის კონკრეტული უბნის ეკონომიკურად განვითარებას რომელიც წაადგება ქალაქს.