საკონტაქტო ინფორმაცია
ზღვისუბანში მოეწყოს სარეკრეაციო ზონა,აიკრძალოს კერძო ავტოფარეხები და შეიქმნას პარკირების ადგილები

საჭიროა 240 ხელმოწერა

10
250
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია

ზღვისუბანში მოეწყოს სარეკრეაციო ზონა,აიკრძალოს კერძო ავტოფარეხები და შეიქმნას პარკირების ადგილები

ზღვისუბანში (ყოფ.თემქა) ფაქტიურად არც ერთი ნორმალური რეკრეაციული ზონა არ არსებობს. განსაკუთრებით,უბნის მეთერთმეტე მიკრორაიონში. დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 3 სკამი დაიდგა. კორპუსის მაცხოვრებლებს სხვა კვარტალში უწევთ გადასვლა იმისათვის,რომ უბრალოდ დაისვენონ. კორპუსების მიმდებარე ტერიტორია ცენტრალურ გზას ჰგავს - წუთიც არ გადის,რომ მანქანამ არ გაიაროს. მეტიც - თითქმის ყველას აქვს ავტოფარეხი,თუმცა ფაქტიურად არავინ იყენებს მას. უმეტესობას საკუთარი ავტომობილი შუა გზაზე უდგას,რაც არამხოლოდ დასუფთავების სამსახურის მანქანის გავლას უშლის ხელს,არამედ ჩვეულებრივი პატარა მანქანისაც. სადარბაზოს წინ ძალიან დიდი ადგილია,სადაც ბევრის განხორციელება შეიძლება
კორპუსის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თხოვნით მოგმართავთ,აიკრძალოს კერძო ავტოფარეხები,შეიქმნას ყველასთვის ერთიანი პარკირების სისტემა,ქუჩა ერთ ბოლოში გადაიკეტოს და მოეწყოს სარეკრეაციო,დასასვენებელი ზონა დიდებისთვის და პატარებისთვის. 

დიდი მადლობა!