საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოება #ბოთლიყლაპია აპარატებისთვის

საჭიროა 29691 ხელმოწერა

20309
50000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

საზოგადოება #ბოთლიყლაპია აპარატებისთვის

ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს: 
1) დანაგვიანება - ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 
2) გაჭირვება - ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს.

აპარატების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს