საჭიროა 99999 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
უარი ეთქვას კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარების წახალისებას.
ხელისუფლება ურეკში, გრიგოლეთსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა, აღნიშნულ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას ითვალისწინებს.
“კანონპროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლადაშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლადაშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან"-ნათქვამია კანონპროექტში.