დასრულებული
10002
10000
ადრესატი:
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ოთო აბესაძისათვის
უკიდურესად შეშფოთებული ვართ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით,
რომელიც დამძიმდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ოთარ აბესაძე
მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ
პიროვნებას, არ შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე.
ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუმჯობესება და სიცოცხლის გაფრთხილება, რაც ცივილური სახელმწიფოს უპირველეს
ფასეულობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო,
ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც უზენაესი
ფასეულობის დაცვაზე.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვითხოვთ მის გირაოთი განთავისუფლებას.