საჭიროა 1955 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მოსახლეობა
პეტიცია
პეტიცია
დღეს საქართველოში ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ფინანსური `ხსნა”-მცირე ჰესების შენებაშია. სინამდვილეში ეს ჰესები მათ გამდიდრებას ემსახურება.
ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ბედი ეწია ასეთი ჰესების მშენებლობას. მაგალითად, ერთ-ერთი ჰესის მშენებლობას 11 ადამიანის სიცოცლხე შეიწირა. ამჟამად ჰესებს აშენებენ სვანეთში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში, რაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს მხარეს და ისტორიულ - კულტურულ - რელიგიურ ძეგლებს. რაც მთავარია, ჰესების მშენებლობა სახიფათოა რეგიონში მცხოვრები მოსახლებისთვისაც.
ეს პროექტები არის მთის და ხეობების მოსახლეობისაგან დაცლის ვერაგული გეგმა, რომელიც პირველ ყოვლისა ჩვენს საამაყო მთას და მის გმირ მოსახლეობას ემუქრება (სვანეთი, რაჭა, პანკისი, ხევსურეთი, აჭარა, ჯავახეთი).
`ერთი ქართული სოფელი სჯობს, მთელ ფულს ოლიგარქიის ჯიბეში” - ეს არის დღევანდელი ჩვენი დევიზი.