დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
პარკინგი და დახურული სივრცეები შინაური ბინადარი ცხოველებისთვის
საქართველოს პარლამენტს
სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში ხშირად ვხვდებით შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანის ამკრძალავ ნიშანს, მათ შორის იუსტიციის სახლში, სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვ., რაც მოქალაქეებისთვის ზედმიწევნით დიდი დისკომფორტის შემქმნელია.
სხვადასხვა სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები აპელირებენ მომხმარებლებისთვის სერვისის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიწოდებისათვის ქცევის ზოგად წესებზე, იმის და მიუხედავად, რომ საქართველოში შინაური ცხოველის მესაკუთრის ძაღლს კანონი ავალდებულებს მოკლე საბელით და ალიკაპით სარგებლობას (გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ დეკორატიული ჯიშის ძაღლები). ასევე, არანაირი საფრთხის შემცველები არ არიან კატები, არ საჭიროებენ ალიკაპს და მათი შეყვანა არცერთ ზემოთხსენებულ დაწესებულებას, მის თანამშრომლებს და/ან მომხმარებლებს არ უქმნიან დისკომფორტს ან საფრთხისშემცველ გარემოს.
ყოველივედან გამომდინარე, სწორედ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებითა, ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი გთხოვთ შევიდეს ცვლილებები:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის დადგენილება №20-108-ის, მუხლი 5/7/ბ ნაწილში ,,ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა“
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტში;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 2 ივლისის №582/ს ბრძანებაში და ყველა სხვა უწყების, სახელმწიფო სტრუქტურის ბრძანებაში, ნორმატიულ აქტში, წესდებაში და/ან შინაგანაწესში, რომელთა მიხედვით იკრძალება შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) შეყვანა მათ დახურულ სივრცეში.
ასევე:
- მომხმარებლებისთვის სერვისის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიწოდებისათვის გამოიყოს შესაბამისი დახურული სივრცეები, სადაც შინაური ცხოველის მესაკუთრეებს საშუალება მიეცემათ ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვონ საკუთარი ბინადარი ცხოველი/ები სერვისის მიღებამდე, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ანალოგები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია 2021 წლიდან.
- სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, სადაც კანონით აკრძალულია ცხოველების შეყვანა, შენობების შესასვლელში კანონით დავალდებულდეს სპეციალური ფართის და კაუჭების არსებობა შინაური ბინადარი ცხოველების უსაფრთხოდ დასატოვებლად, გამოიყოს შესაბამისი საპარკინგო ადგილი შინაური ბინადარი ცხოველებისთვის.
პეტიციის ავტორი: ორგანიზაცია ,,გრეისონი"