საჭიროა 897 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს სახალხო დამცველი
არა რუსულ კანონს! No to Russian Law!
ჩვენ, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრები ქართველები, ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ."
შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ.
საუკუნეების მანძილზე საქართველო იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ქართველებმა არაერთხელ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია. მაგრამ ახლა, რუსულ კანონზე დაყრდნობით შემოთავაზებული ეს კანონპროექტი წყალში ყრის თაობების შრომას და სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.
ასეთ ისტორიულ დროს, როცა ყველაზე ახლოს ვართ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, ამ კანონის მიღება საქართველოს დაუკარგავს შანსს გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და ასევე ზიანს მიაყენებს ბევრი ქართული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან საქმეს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და გააჩუმებს ყველა განსხვავებულ აზრს.
ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დემოკრატიას, და გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!
საქართველო ევროპაა!
We, Georgians of The San Francisco Bay Area, are against the “Transparency of Foreign Influence” bill proposed and supported by the parliament of Georgia and “Georgian Dream” Party.
The proposed bill is against the Georgian people’s will to become part of the European Union.
Over the centuries Georgia has fought for its freedom and democracy. Generations have made it clear that Georgia stands with the European family with its values and standards. And now, this Russian-inspired bill is sacrificing the work of so many generations that believed in its European future.
In this historic moment, being so close to Euro-Atlantic integration, passing this bill will leave Georgia without its chance and will damage the important work of so many Georgian organizations. “Transparency of Foreign Influence” bill will clearly stigmatize civil society and silence every opposing voice.
We urge the parliament to drop this anti-constitutional bill that is threatening freedom and democracy in Georgia and to work tirelessly towards European Integration.
Georgia’s future is Europe!
Georgia is Europe!