საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს ცხოველების ქუჩაში დატოვება

საჭიროა 9990 ხელმოწერა

10
10000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

აიკრძალოს ცხოველების ქუჩაში დატოვება

მოგეხსენებათ, საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა უსახლკარო ცხოველებია, ეს პრობლემა გვევლინება არაერთ რაიონსა თუ ქალაქში.
 საზოგადოების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას ეშველება თუ  მოხდება ძაღლთა თავშესაფარებში გადაყვანა, თუმცა აქ არ ითვალისწინებენ 2 მნიშვნელოვან რამეს.
 1) თავშესაფრებისთვის საჭიროა რესურსი და ამასთანავე, მერწმუნეთ, ვერც დაიტევს ამდენ უსახლკარო ცხოველს ვერცერთი თავშესაფარი, თუნდაც გადანაწილებით.
2) დღითიდღე იზრდება ცხოველთა რაოდენობა ქუჩაში, რადგან საზოგადოება არ იღებს პასუხისმგებლობას ცხოველებზე და თუ არ მოსწონთ ყრიან ქუჩაში.    

  • აიყვანენ ლეკვს, რომელიც ძალიან ჰგავს რომელიმე ჯიშს, გაზრდასთან ერთად ლეკვს ემჩნევა, რომ მეტისია და მეპატრონეს ითვალწუნებს და ტოვებს ქუჩაში.
  • ვერ არჯულებს, ვერ აღზარდა თავის დროს, ახლა კი- უჭამს ქათამს, ბინის შემთხვევაში - წესრიგს ურღვევს, თავს აბეზრებს და აგდებს.
  • ცხოველების კასტრაცია/კასტრირებისგან თავის არიდება

 ეს ზოგადი პრობლემა, რაც გვაქვს და რაც ამ პრობლემას წარმოშობს, რაშიც დამეთანხმებით და მეტიც დაამატებთ მიზეზს კიდეც.

რაც შეეხება, იდეას, რაც აქამდე უნდა ყოფილიყო.

საუკეთესო გამოსავალი, პირველ ეტაპზე,  კანონით აიკრძალოს  ქუჩაში ცხოველების გადმოგდება.
 ვისაც ჰყავს სახლში ცხოველი(ჯიშიანი თუ მეტისი) ყველა უნდა აღირიცხოს და იქნეს რეგისტრირებულნი, რათა გადმოგდებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება მოხდეს და კანონის შესაბამისად დაჯარიმდეს.

ამ კანონის მერე, შესაძლოა ფიქრი და მოქმედება ქუჩაში უსახლკარო ცხოველებზე, სხვა შემთხვევაში ვერ ვიმოქმედებთ, რადგან როგორც ვახსენეთ, რაოდენობა დღითიდღე იზრდება.  

ამასთანავე, სკოლის ტერიტორიებზე მოხშირებულია ძაღლთა რაოდენობა, ლეკვები და ძაღლები ლუკმას ართმევენ ბავშვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიულად ვიყოთ ცხოველების მიმართ, ისინიც მშიერები არიან, თუმცა ბავშვთა უსაფრთხოება აუცილებელია,შესაბამისად, ეს კანონი - პირველ ეტაპზე არის ფუნდამნეტური ნაბიჯი, რათა შემცირდეს ცხოველების ქუჩაში დატოვების ნაკადი.

  1.  აიკრძალოს ქუჩაში ცხოველების გადმოგდება.
  2. აღირიცხოს ყველა ოჯახში მყოფი ცხოველი და გაკონტროლდეს შესაბამისი სამსახურების მიერ.
  3. გადმომგდებ პირს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.