საჭიროა 935 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
მხარი დავუჭიროთ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადებას 2025 წლამდე
2012 წლიდან საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, კერძოდ:
· საქმეთა ელექტრონული გადანაწილება;
· მოსამართლეთა უვადოდ გამწესება;
· იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობის გაზრდა;
· ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის მინიმუმამდე შემცირება.
აღნიშნული ცვლილებების უმთავრესი წინაპირობა იყო ის ზოგადი მიზნები, რომლებსაც ეს ცვლილებები უნდა მომსახურებოდა, მაგრამ დღეს არსებული სურათი რაკიდიკალურად განსხვავებულია.
· სეპარაცია საზოგადოებასთან;
· პოლიტიკური განცხადებები მოსამართლეების მხრიდან;
· ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვვეა (სასამართლოს სისტემა ირიბად გავლენას ახდენს საქართველოს პრალამენტის საქმიანობაზე);
· კონკრეტული ინდივიდის/ინდივიდების მიერ მართული სასამართლო სისტემა.
მოცემული სურათი ცხადყოფს, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა არათუ ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის ამაღლება, არამედ შექმნა განსხვავებული საფრთხეები, რომელიც აისახება ინტერესთა ჯგუფების დახმარებით, ერთი ინსტიტუციის მხრიდან სხვა ინსტიტუციაზე გავლენის მოხდენით.