საჭიროა 4931 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
გიორგი ჭელიძე - პოლიტპატიმარი , სისტემური დანაშაულის მსხვერპლი
გიორგი ჭელიძე " საქართველოს ეროვნული ერთობა " ის ლიდერი 1 წელი და 7 თვეა , გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს საქართველოს პროკურატურის მიერ რუსეთის კანონმდებლობით წაყენებული ბრალით. იგი დაიჭირეს პოლიტიკური, ეროვნული იდეოლოგიის გავრცელებისა და შეხედულებების გამო. გიორგი ჭელიძე არის სინდისის პატიმარი. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა. სსწორედ იმიტომ , რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ შეძლო გიორგის გადაბირბა და მისი ამ ღირსეული საქმიდან ჩამოშორება, ჩვეული ხერხით, 2018 წლის 31 აგვისტოს, მის სახლში რომელიც ამავდროულად არის "საქართველოს ეროვნული ერთობის“ ოფისი "ჩაუდეს" ვაზნები, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა რომ სწორედ გიორგი ჭელიძის გაფორმებული იარაღის თავსებადი იყო. მაგრამ პროკურატურას დაჭერის შეკვეთა, რომ არ ჩავარდნოდა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ვაზნები განსაზღვრა როგორც „სამხედრო“. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს კანონმდებლობა ვაზნების ასეთ კლასიფიკაციას არ იცნობს. ამ სისტემური დანაშაულის გარშემო გაერთიანეულია - შსს, სუს , საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და მიზანმიმართულად ცდილობენ ამ უკანონო საქმითა და გიორგი ჭელიძის დაკავებით, ეროვნული იდეა და ის გზა შეაფერხონ, რომელიც აგრძლებს ჩვენი გმირების: ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გზას .
მოვითხოვთ გიორგი ჭელიძის პოლიტპატიმრად აღიარებასა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას !