საჭიროა 921 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
მოვითხოვთ რეკრეაციული ზონის შექმნას ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე !
ჩვენი, ახალგაზრდების აზრით, სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება უნდა იყოს ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და კომფორტული გარემო შეუქმნას ხელისუფლების წყაროს, ხალხს, რომლის წინაშეც თავადვეა ანგარიშვალდებული. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც მოიცავს სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციასა და შექმნას, რათა ჩვენი ახალგაზრდობა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ე.წ ელიავას ბაზრობა შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში გადატანილი იქნეს ქალაქგარეთ და მის ადგილზე აშენდეს სპორტკომპლექსი და აუზი ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე მოხდეს სკვერის აშენება. ვითვალისწინებთ,რომ აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ასეთი ინიციატივით კერძო მესაკუთრე არ ზარალდება,ხოლო მოსახლეობას მიეცემა საშუალება დაისვენოს და იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. გარდა ემპერიული წესით აზროვნებისა, არსებობს კიდევ სხვა მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში აღნიშნული ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც კერძო საქმიანობით არიან დაკავებულნი აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს შესაბამისი ალტერნატიული ადგილი, რათა მათ განაგრძონ კერძო სფეროში მოღვაწეობა ნეგატიური დაბრკოლებების გარეშე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დაინტერესდება არსებული პრობლემით და ჩვენს შეთავაზებას მხედველობაში მიიღებს,რადგან ეს არის დიდუბელი ხალხის არამარტო ნება-სურვილი, არამედ თხოვნა და შეგვიძლია უაპელაციოდ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სიკეთით ისარგებლებს მთელი ქალაქი, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
"პროგრესული თაობა საქართველოსთვის" გენ. დირექტორი გ. ქაჯაია