საჭიროა 9982 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
პარკინგი ყველა ახალ შენობას თბილისში
ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოსგან მოვითხოვთ ქალაქში სტანდარტის შემოღებას, რომ ქალაქში აშენებული ნებიმისერი ახალი შენობის (საცხოვრებელი კორპუსები თუ ბიზნეს ცენტრები) პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს გონივრული რაოდენობის პარკინგის სლოტები!
(ცხადია, მხოლოდ გათვალისწინება საკმარისი არაა და შემდეგ უნდა განხორციელდეს კიდეც).
ჩვენ ვხედავთ, რომ შენდება კორპუსები, ბიზნესის-ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები - პარკინგზე კი არავინ ზრუნავს. შესაბამისად, ქალაქის ქუჩები და ტროტუარები ივსება მანქანებით. ქუჩების სავალი ნაწილი დაკავებულია პარკირების ზონებით, ტროუარებზე კი ქვეითად მოსიარულეებისთვის აღარ რჩება ადგილი.
შენიშვნა: პეტიცია არ ითხოვს კერძო ნაკვეთზე კერძო სახლების ასაგებად განკუთვნილ პროექტებში პარკირების სლოტების ჩადებას.
პეტიციაზე გამოყენებული ფოტო აღებულია ჟურნალ "ლიბერალის" საიტიდან.
ფოტოს URL: http://www.liberali.ge/images/cache/630x225/crop/images|img_4277.jpg