საჭიროა 4753 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
უზენაესი სასამართლო შალვა თადუმაძის გარეშე
რატომ ვსწავლობთ? რატომ ვასწავლით? კითხვები, რომელიც სამართლის სკოლის სტუდენტებს აქვთ საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიმართ! ჩვენი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და საზოგადოების ნდობის მქონე სასამართლოს არსებობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საჯარო შერჩევა საზოგადოების ინფორმირებასა და სასამართლოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. სწორედ ასეთმა პროცესმა გახადა შესაძლებელი საჯაროდ გამოგვეკვლია მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფია, ცოდნა და ღირებულებები. სამართლის სკოლების სტუდენტები, განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს კანდიდატების გამოკითხვის პროცესს და გვინდა აღშფოთება გამოვხატოთ კანონის აშკარა დარღვევის ფაქტის მიმართ, რაც კანდიდატ შალვა თადუმაძის გამოკითხვისას გახდა ცნობილი. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად საერთო სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. ავტობიოგრაფიაში თადუმაძემ მიუთითა, რომ მან სკოლა 1994 წელს დაამთავრა, თუმცა უნივერსიტეტის დიპლომში ჩაბარების წლად მითითებულია 1993 წელი. უნივერსიტეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაამთავრა, ამჟამად გაუქმებულია. მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი 1994 წელს შეიქმნა და ამავე წელს მოიპოვა აკრედიტაცია. ფაქტია, რომ დიპლომში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ამ დოკუმენტის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. ის 2018 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას. საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო თადუმაძის განათლების კომპეტენცია არ შეესაბამება, ზემოთხსენებულ კანონში არსებულ დანაწესს. გაუგებარია, რა ძალა აქვს იურიდიულ განათლებას, თუ მის გარეშეც შესაძლებელია ყველაზე მაღალი თანამდებობების დაკავება? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ დაუშვებს ყალბი დოკუმენტების წარმდგენი კანდიდატის შერჩევას კანონის მთავარ მცველად. სამართლის სკოლის სტუდენტები: