საკონტაქტო ინფორმაცია
ემიგრანტების  პეტიცია  ხელისუფლებას !

საჭიროა 4977 ხელმოწერა

23
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

ემიგრანტების პეტიცია ხელისუფლებას !

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას,

ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, გატყობინებთ, რომ აქამდე არ ვფლობდით ინფორმაციას ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის'' არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოქმედებს 2015 წლიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება პროგრამის დაფინანსება. 

ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაფინანსებულ იქნა 6 არასამთავრობო ორგანიზაცია და პროგრამის დაფინანსება შეადგენს 590 000 ლარს. 

იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ჩვენგანს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონირების შესახებ, უფრო მეტიც, არც ერთ ჩვენგანს და ჩვენს ნაცნობ ემიგრანტს არ უსარგებლია ამ პროგრამით, მოგმართავთ, რათა შესწავლილ იქნას ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის არსებობის მიზნობრიობა, ეფექტურობა და უკვე დახარჯული თანხებით გაწეული სერვისების მონიტორინგი, თუ ასეთი სერვისები რეალურად არსებობს.

პროგრამა ითვალისწინებს ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტისთვის 4 დღის ვადით საცხოვრებელი ფართის დაქირავებას, თუმცა გაუგებარია, რამდენად რეალისტურია ამ კომპონენტით მიგრანტის რეინტეგრაცია სამშობლოსთან. ასევე გაუგებარია, საყოველთაო დაზღვევის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საბუჯეტო პროგრამის ფარგლებში, რა საჭიროებას წარმოადგენს დაბრუნებული თანამემამულეებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება.

ბევრი რამ იწვევს კითხვის ნიშანს, მათ შორის გაუგებარია გრანტით დაფინანსებული ორგანიზაციების კვალიფიკაცია და საიმედოობა, როცა მათი უმრავლესობის  შესახებ ინფორმაციებს ელემენტარულად არ გვაწვდის საძიებო სისტემა GOOGLE და  ამ ორგანიზაციებს ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები არ გააჩნიათ (ვებ. გვერდი და სხვა).

მოგმართავთ, გადახედილ იქნას წინამდებარე საკითხი, შესწავლილ იქნას საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხი და მოგიწოდებთ და გთხოვთ, მომავალში, ინფორმაცია და ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გვეხება ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ მოქალაქებს მოგვეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების საშუალებით.

 

პატივისცემით,

საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები.