საჭიროა 934 ხელმოწერა
ადრესატი:
- მედიაციის პროცესში ჩართული პოლიტიკოსები
მიმართვა მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს
ქალბატონებო და ბატონებო,
ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო თვეებში ქვეყანაში თქვენი მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან. საქართველოსკენ მომართულია საერთაშორისო ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ქვეყნის მთავარი პარტნიორები, ევროკავშირისა და აშშ-ს სახით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის ძალისხმევას არ ზოგავენ. ამავდროულად ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს. ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები. პოლიტიკური კრიზისი, მართალია, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის გულისხმობს შესაძლებლობასაც, მკაფიოდ დავინახოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დავიწყოთ მუშაობა მათი აღმოფხვრისთვის. ჩვენთვის, ნათელია, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა არსებულმა მმართველობითმა სისტემამ მოიყვანა, რომელიც 30 წელია ყველა მმართველ გუნდს ფაქტობრივად უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას ანიჭებს. თამაშის ერთადერთი წესი - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყოვლისშემძლე უმრავლესობას ოპოზიციის უგულვებელყოფის შესაძლებლობას აძლევს. არჩევნებში დამარცხებული პარტია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სისტემა ძალაუფლების განაწილების პრინციპში ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა.
გვსურს შემოგთავაზოთ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ჩვენეული ხედვა, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ, ღრმად გვწამს, რომ ეს შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას:
როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.
ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა და ისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე. გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა. ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ პროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციების კუთხით.
ამგვარად, მხარეებს მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა და ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის.
ხელმოწერა: მიმართვა ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ხელმოწერისთვის. ორგანიზაციებმა სახელის გრაფაში ჩაწერეთ ორგანიზაციის დასახელება, ხოლო გვარის გრაფაში სიტყვა "ორგანიზაცია".
მიმართვის ავტორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი.
Letter to politicians involved in the mediation process
Dear Sirs and Madams,
We have closely followed and observed the political developments of the last few months that you have been part of in Georgia. It is clear for everyone that the crisis is getting deeper and deeper by the day. The failure of the first round of mediation has left many citizens in low spirits. Georgians want to see political parties focused on the furthering of the country’s development, however all they get is more and more actions aimed at deepening the political polarization. To our greatest regret, political discussions are depleted from the most meaningful and important topics that are of interest and concern to the Georgian public. Georgia is under international spotlight, which is indicative of its strategic importance. The country’s main partners, the EU and the United States, are sparing no effort to find a solution to overcoming the crisis. At the same time it is clear that the key to resolving this problem is in the hands of Georgian politicians. We are unfortunately under the impression that the parties involved in the negotiations are not prioritizing looking for the solution out of the crisis. Instead of trying to find a compromise, the parties are instead imposing red lines. This approach suggests that there is no motivation to reach an agreement. The country stands before major social, economic and foreign policy challenges. Independent and effective institutions are the prerequisite to overcoming these challenges. The ongoing political crisis poses significant risks to the stability and democratic development of the country. Nevertheless, we strongly believe that with every crisis comes opportunity: we should use it to identify and resolve the underlying causes. It is clear to us that the country was brought to this state by the current system of government, which has endowed all previous ruling parties over the last 30 years with uncontrolled and unbalanced powers. A winner takes all rule allows the all-powerful majority to disregard and neglect the voice of the opposition. A party that has suffered defeat in the elections is unable to have an impact on the political processes that would be proportionally reflective of its electoral support. The system doesn’t take into account a large number of voters in the distribution of powers. This is a zero-sum game and it needs to change. Now is the perfect time to start working on this.
We would like to propose our vision of overcoming the current political crisis, which is based on the President of the European Council Charles Michel’s 6-point framework document. We strongly believe that these recommendations will resolve the crisis in the short run and ensure that the political system is healthier and conducive to consensus in the future.
Both the Parliamentary and the local government elections must be held through a proportional system with a near-natural threshold. The rules for the formation of the electoral administration and adoption of decisions by it must change in a way that ensures fair participation and inclusion of political parties, as well as a high degree of trust among the public;
Decisions concerning the appointment of first- and second-instance judges, as well as the nomination of Supreme Court judges for parliamentary approval, must require the so-called double two-thirds vote (two-thirds of both the judge and the non-judge members) in the High Council of Justice, while the Parliament must appoint the non-judge members of the High Council of Justice through bipartisan support from the ruling party and the opposition (the so-called bilateral support);
Members of the Central Electoral Commission, Supreme Court judges, the General Auditor, and the General Prosecutor must also be appointed through bilateral support. Like judges, these officials must be reappointed through the new procedure in 2021;
The parliamentary majority must find ways for the release from penitentiary institutions of the defendants in the criminal cases which the opposition considers particularly important and temporary suspension of those cases. A justice system reformed according to the above principles must produce final rulings on them;
The positions of the speaker and the deputy speakers should be divided equally between the opposition and majority; the First Vice-Speaker should be a member of the opposition; the Parliamentary chairperson positions, including that of lead committees, should be divided among the opposition and majority in a proportional manner, which would reflect the number of their parliamentary seats;
Upon making the aforementioned commitments to the Georgian people and international partners, the opposition should take up the mandates obtained during the 2020 Parliamentary elections, engage in institutionalized politics and participate in both the development and implementation of the aforementioned reforms.
These steps must become a prerequisite for the realization of Georgia’s international aspirations. They must be taken at the spring 2021 session. We believe that division of power, a balanced system of government, and democratic reforms are a universal safeguard and the sole path to the country’s integration with the Euro-Atlantic structures. The process of working on these reforms must be as inclusive as possible and subject to oversight by local and international organizations. We believe that only this kind of a model, which is based on cooperation, will make it possible for us to lay the foundation for a democratic state built upon the principles of human dignity, freedom, and equality. We are prepared to play a significant role in this process, inter alia, by holding consultations with the sides on specific areas of reform.
We therefore urge the sides to take advantage of the opportunity which the second round of mediation provides and to reach an agreement according to the above points, so that the country can return to normal life where you will work together from different political positions to attain the common goal of the country’s development.
Signatures: Any organization or individual is welcome to sign the address
The address was prepared by the Georgian Young Lawyers Association (GYLA); Transparency International Georgia (TI Georgia); Human Rights Education and Monitoring Centre (EMC); International Society for Fair Elections and Democracy (ISFED); Liberal Academy Tbilisi.