საჭიროა 170 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმთა მანიფესტი
ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს. ასევე ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური გეოპოლიტიკური გეზის რადიკალურად შეცვლის პოლიტიკასა და დასავლეთის ცივილიზაციისაგან საქართველოს იზოლაციის მცდელობას. საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მკაფიო პროტესტს ვუცხადებთ ძალადობასა და მთავრობის მხრიდან გატარებულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ ქმედებებს! ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, დაგვიბრუნოთ წართმეული ხმის უფლება და ჩატარდეს ხელახალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები! არა ძალადობას! არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს! არა ჩვენი მთავრობის სახით რუსული რეჟიმის გაბატონების მცდელობას საქართველოში! მენტალურად და ისტორიულად საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია!