დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
შეაჩერეთ სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიეთობები რუსეთის ფედერაციასთან
March 30, 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას
თემა: შეაჩერეთ სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიეთობები რუსეთის ფედერაციასთან.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაუნდობელი ომით გამოწვეული ტრაგედია დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ტკივილია. იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, სამშობიარო თუ საცხოვრებელი სახლები და ატომური სადგურები. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები.
დღეს უკრაინას სჭირდება და ის იმსახურებს ჩვენს სოლიდარობას. აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა ყველა საშუალებით. ამ პროცესში ჩართულია მთელი ცივილიზებული სამყარო. უკვე გადაიდგა მრავალი ნაბიჯი, მათ შორის მეცნიერული თანამშრომლობის შეჩერება რუსეთთან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია CERN-ის (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი, ჟენევა, შვეიცარია) მიერ საერთაშორისო ურთიერთობის, კოოპერაციისა და სხვა შეთანხმებების შეჩერება ОИЯИ-სთან (ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, დუბნა, რუსეთი), რეზოლუცია #3638 https://council.web.cern.ch/en/content/resolutions
ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის შენელებული რეაგირებით რუსეთის აგრესიის მიმართ. მოგიწოდებთ შეაჩეროთ ყველა სამთავრობო დონის სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.
To: The Prime Minister and the Government of Georgia
Subject: Suspend the scientific, arts and sports cooperation with the Russian Federation.
Today, the tragedy in Ukraine, caused by the brutal attack of the Russian Federation, is the greatest pain for the entire civilized world. Schools, hospitals, maternity houses, residential areas, and nuclear facilities are under fire. Children, women, the elderly are slaughtered.
Ukraine needs and deserves our solidarity. It is necessary to pressure Russia by all means. The entire civilized world is involved in this process. Many steps have been already taken, such as termination or suspension of research collaborations. One striking example is suspension of the International Cooperation Agreements and the related Protocols and Addenda as well as any other agreements with the Joint Institute for Nuclear Research in Russia (JINR, Dubna, Moscow region) by CERN, European Organization for Nuclear Research, resolution #3638
https://council.web.cern.ch/en/content/resolutions
We are concerned about the Georgian Government's slow reaction to Russian aggression, and we urge you to suspend all state level cooperation in science, arts, and sports with the Russian Federation.