საჭიროა 49985 ხელმოწერა
15
50000
ადრესატი:
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- თბილისის მერია
- საქართველოს პრეზიდენტი
დავით აღმაშენებლის ძეგლი
მოვითხოვთ მოხდეს დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა პირვანდელ ლოკაციაზე და ვარდების მოედნის ნაცვლად ამ მოედანს დაერქვას იბერიის მოედანი. დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა იყოს დედაქალაქის ცენტრში, რათა ყოველი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ადვილი მასთან მისვლა. ეს უნდა იყოს ოჯახებისთვის,ახალგაზრდებისთვის და ტურისტებისთვის სამაგალითოდ საჩვენებელი ადგილი, სადაც მოხდება სასიამოვნო გარემოში დიდებული და წმინდანად შერაცხული მეფის მოგონება ან გაცნობა.
ჩვენი კულტურის განოყოფელი ნაწილი და საქართველოს ისტორიული სახელწოდება იბერია იმსახურებს ამ ამპლუით გაცოცხლებას, ამიტომ მოვითხოვთ ვარდების მოედნის ნაცვლად, ეწოდოს იბერიის მოედანი მიმდებარე ტერიტორიას!