საკონტაქტო ინფორმაცია
მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საჭიროა 1156 ხელმოწერა

3844
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ–ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ბ-ნ კახი კალაძეს, მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2017 წლის 28 აპრილის მოგაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში მოსახლეობასა და გარემოზე ზემოქმედების გამოკვლევის გარეშე ექსპლუატაციაში შეჰყავთ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები (ეგხ). მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოსა და ევროკავშირის მკვლევრებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოქვეყნებული აქვთ მრავალი მასალა, სადაც მსოფლიო დონის სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ელექტრო–მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამოყენებისას, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯამრთელობასა და გარემოზე. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ყველა იმ მხარეში, სადაც ახლა გაჰყავთ 500კვ. ძაბვის გადამცემი ხაზები, მითუმეტეს, რომ ენგურჰესი-გარდაბანის ადრეგაყვანილი მსგავსი გადამცემი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში დაფიქსირდა არაერთი ფაქტი ლეიკემიით დაავადებისა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ოთხივე მხარის მაცხოვრებლებმა გამოვყავით ნდობით აღჭურვილი პირები (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო), რომელიც ზემოაღნიშნული კვლევების ჩატარების განსახორციელებლად აშშ–დან იწვევს სპეციალისტებს - ჯონ კლაინის ჯგუფს, რომელიც უკვე მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მოხდება 500 კვ. გადამცემი ელექტრო ხაზების გარემოსა და მოსახლეობაზე ზეგავლენის დადგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება თავის თავზე აიღებს მეცნიერთა მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარჯებს. იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ დაავალებთ კვლევის დაფინანსებას, ჩვენ მივაწვდით პროექტს თავისი ხარჯთაღრიცხვით. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფის სახელით: