საკონტაქტო ინფორმაცია
სახელწოდების „საქართველოს / Sakartvelo“ საერთაშორისო კონტექსტში დამკვიდრება

საჭიროა 9577 ხელმოწერა

423
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

სახელწოდების „საქართველოს / Sakartvelo“ საერთაშორისო კონტექსტში დამკვიდრება

პეტიციის მოწოდებაა საერთაშორისო კონტექსტში სახელწოდების „საქართველოს / Sakartvelo“ და ტერმინების „ქართველი / Kartveli“ და „ქართული / Kartuli“ - დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე ისტორიულად წარმოშობილი სახელების „Georgia“, „Georgian“ და „Georgian language“ ჩანაცვლება. ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ აღიარება და გლობალური გამოყენება საქართველოს ავთენტური სახელწოდებისა, რომელიც ასახავს ქვეყნის ნამდვილ კულტურულ და ენობრივ მემკვიდრეობას. ჩვენ მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ საქართველოს იდენტობის უფრო მეტ პატივისცემას, ისტორიული უზუსტობების მოგვარებისა და კულტურული აღიარების გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე.

"საქართველო / Sakartvelo " არის ქვეყნის მშობლიური სახელი, რომელიც ასახავს მის ისტორიულ, კულტურულ და ენობრივ იდენტობას. ტერმინი „Georgia“ მომდინარეობს ლათინური და ბერძნული წყაროებიდან, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონია ისტორიულმა ან ენობრივმა გაუგებრობამ. შესაბამისად, „Georgia“ ზუსტად არ წარმოადგენს ქვეყნის იდენტობას და იწვევს კულტურულ შეუსაბამობას. ანალოგიურად, „ქართველი / Kartveli“ (ხალხისთვის) და „ქართული / Kartuli“ (ენისთვის) არის ტერმინები, რომლებსაც ქართველები იყენებენ თავიანთი ეროვნებისა და ენის აღსაწერად.

„საქართველოს / Sakartvelo“ და „ქართველის / ქართულის, Kartveli / Kartuli“ საერთაშორისო კონტექსტში მიღება დაგვეხმარება:

  • კულტურულ სიზუსტისა და ეროვნული იდენტობის გაზრდასა და განმტკიცებაში. სწორად იქნება წარმოდგენილი საქართველოს მშობლიური ტერმინოლოგია, რითაც გაუმჯობესდება ქართული კულტურული იდენტობის სიზუსტე და პატივისცემა.
  • ისტორიული უზუსტობებისა და მცდარი წარმოდგენების გასწორებაში.

ჩვენ პატივისცემით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განიხილონ პეტიცია და შეიტანონ ცვლილებები ორგანულ კანონსა და შესაბამის კანონმდებლობაში.

პატივისცემით,

შპს ბიიზი


შპს “ბიიზი” არის განათლებისა და კულტურის საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი სტარტაპ ცენტრი. მისი მისია არის ხელი შეუწყოს მარტივ, ხელმისაწვდომ, ეფექტურ და ავთენტურ სწავლების პროცესს. ეს მოიცავს როგორც მშობლიურ და უცხოურ ენებს, კულტურას, ასევე სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას. ეს ყოველივე გამოხატული იქნება აქტივობებით, ღონისძიებებით, შექმნილი და უახლესი რესურსებით, რომელიც აღჭურვილი და მიწოდებული იქნება ახალი სმარტ ტექნოლოგიებითა და გამარტივებული მეთოდოლოგიით.  კომპანიის დამფუძნებლები არიან ანა სარიშვილი და ნინო კაკაბაძე, პოლიგლოტები და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრები. მათ შეუძლიათ თავისუფლად ისაუბრონ ქართულ, ინგლისურ, იაპონურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებზე.

ვრცლად