საჭიროა 1471 ხელმოწერა
29
1500
ადრესატი:
- თბილისის მერია
უფასო სასადილოებში ულუფა უნდა გასამმაგდეს!
საქართველოში სიღარიბის მიღმა ათიათასობით ადამიანია!
მათი ყოველდღიურობა ყოველდღიურად უფრო მეტად მძიმდება იმის მაგივრად, რომ უკეთესობისკენ იცვლებოდეს!
მხოლოდ თბილისში 40.000-მდე ბენეფიციარია უფასო სასადილოებში რეგისტრირებული, რათა მერიის მიერ გამოყოფილი 1.30 ლარის დღიური ულუფა მიიღოს!
ერთ დღეში ჩვენ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, თუმცა ამ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება შეგვიძლია, თუნდაც მცირედითაც!
გამოვდივარ ინიციატივით - მერიამ, საკუთარი სახსრებით ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, მინიმუმ გაასამმაგოს ამ ადამიანების დღიური ულუფა, რათა ოდნავ მაინც შეიცვალოს მათი ყოფა უკეთესობისკენ!
ხალხის პრობლემები და ინტერესები - უნდა გახდეს პრიორიტეტი!