საკონტაქტო ინფორმაცია
არა ტრანსპორტის გაძვირებას

საჭიროა 293 ხელმოწერა

207
500
ადრესატი:
  • თბილისის მერია

არა ტრანსპორტის გაძვირებას

გამარჯობა. მოგმართავთ სამგზავრო ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით.ჩვენთვის ბევრად გაძვირებულია სამგზავრო ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.არანაირი შეღავათი არ არის. განვიხილოთ თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანის წლიური მგზავრობა: გადავხედე მგზავრობის ამონაწერს. თვეში სავარაუდოდ ვხარჯავ 9-10 ლარამდე. თუ ძალიან გავიგიჟე თავი და შემოვატყავე თბილისი სიარულით, მაგ თვეში ვხარჯავ 20- 22 ლარამდე.ანუ წელიწადში ძალიან ბევრად ნაკლები მეხარჯება ვიდრე 250 ლარი. თუ ერთი თვის აბონემენტს ვიყიდი,40 ლარიანს,ძალიან ძვირი გამომდის. დღეში თუ 3 ლარიანს ვიყიდი ,თვეში გამომივა 90 ლარი.რაც აფსურდული დანახარჯია.ტაქსებითაც კი არ დამეხარჯება მსგავსი რაოდენობა. ესეიგი 90 ლარს გამოვაკლოთ ჩემი რეალური 20 ლარიანი დანახარჯი (ისიც ყოველ თვე არა) = 70 ლარის ზარალში ვარ. გარდა ამისა საქართველოში ვიცით რომ დავალი შემოსავალია და ერთიანად 250 ლარის გადახდა აბონემენტში გამოიწვევს იმ თვეში კვების გარეშე დარჩენას. ოჯახები გვაყვს შესანახი. და თუ არაფერი იცვლება და როგორც ამბობთ არ გაძვირებულა,მაშინ დატოვეთ ისე როგორც არის ახლა. 1 ლარი 0.50 თეთრზე ბევრია ნამდვილად.