საჭიროა 19971 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- ფინანსთა სამინისტრო
შეამციროს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.
აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის მისჯაა ისედაც გაღატაკებული ადამიანებისათვის, ვინაიდან ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა რაც აისახება საარსებოდ აუცილებელი პროდუქტებისა თუ სერვისების შეუსაბამოდ გაძვირებაზე, არ იმატებს სახელფასო განაკვეთი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა ახალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა კატასტროფულად გაზარდა ბანკში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთი (ეროვნულ ვალუტაში), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სახელმწიფოში ისედაც გაღარიბებული და გაკოტრებული მოსახლეობის მდგომარეობას.
მოვითხოვთ, რომ ეროვნულმა ბანკმა იმსჯელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5 პროცენტულ პუნქტამდე შემცირებაზე და დაუყოვნებლივ მიიღოს მოსახლეობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.