საჭიროა 59997 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გავხადოთ ფული ციფრული და შევქმნათ ახალი აპლიკაცია
დავაკვირდეთ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ რეფორმებს, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, გამოვიტანოთ დასკვნები და შემდეგ დავნერგოთ ჩვენები..
ჩინეთის მაგალითი განვიხილოთ და დავინახო თ შესაძლებლობა..
– აპლიკაცია Wechat-ი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა არის მესენჯერი.. გარდა აბსოლუტურად ყველა ფუნქციისა რაც მესენჯერის აპლიკაციებს აქვთ, მასში ჩაშენებულია -c Wechat აპლიკაციაში ინტეგრირებულია საგადასახადო სისტემები, კომუნალური გადასახადები, ტელეფონი, ტაქსი, ავია თუ სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და სხვა მრავალი საჭიროებები..
– შევქმნათ მსგავსი აპლიკაცია, რაც დაგვეხმარება ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და ეკონომიკის გაძლიერებაში.
– როგორც ვხედავთ ნელ-ნელა ყველაფერი ციფრული ხდება..
ეს გაზრდის:
* ეფექტურობას
* დაცულობას
* გამჭვირვალეობას
* მეტი წვდომა ექნებათ ადამიანებს და სხვა მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის
– აპლიკაციაში შეიძლება როგორც სურათის, ვიდეოს ან ნიუსის ატვირთვა საკუთარ კედელზე, ასევე – მომენტალური ტრანზაქციების გაკეთება. არ იქნება ისეთი ბარიერები როგორიცაა “რა ბანკი გაქვს?”, “კოდი მოგივიდა?”, ”შაბათი-კვირაა, არ დაჯდება” და სხვა… დღევანდელ დღეს ტრანზაქციები უნდა იყოს მომენტალური
– არ შეიძლება არცერთი წამითაც კი შევაფერხოთ ეკონომიკა..
– აპლიკაციაში ინტეგრირებულია საგადასახადო სისტემები. ის შეიძლება დამატებითი გამოწვევა აღმოჩნდეს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, თუმცა, დროა არა მხოლოდ ავყვეთ, არამედ დავეწიოთ დროს..