საჭიროა 4328 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
მხარდაჭერა ყველას! შეავსე პეტიცია, არა უსამართლობას!
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა სოციალური პოლიტიკის მიდგომამ (დახმარების სამიზნედ კონკრეტული ჯგუფების აღებამ) მხარდაჭერის გარეშე დატოვა ოჯახების დიდი ჯგუფი, რომელსაც კრიზისი შეეხო.
კრიზისის პერიოდში, მოუწესრიგებელი ბაზების პირობებში, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს დაზარალებული ოჯახების სწრაფი იდენტიფიცირება. ამიტომ, სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გამორიცხვის მეთოდს, თუ ვის არ ეკუთვნის და არა, ვის ეკუთვნის, დახმარება. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება მაღალშემოსავლიანი ჯგუფების და საჯარო მოხელეების გამორიცხვა მხარდაჭერის პაკეტიდან. ეს გამორიცხავს, რომ დახმარების გარეშე დარჩეს კრიზისით დაზარალებული რომელიმე ოჯახი.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს. მთავრობას რომ გამორიცხვის მეთოდით დაერიგებინა ეს თანხა 1.1 მილიონ, საშუალოდ, სამსულიან ოჯახზე (3.3 მილიონი ადამიანი) თითოეული დახმარების სახით მიიღებდა 900 ლარს. ეს მიდგომა უზრუნველყოფდა კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მყისიერ დახმარებას და არავინ არ დარჩებოდა მიტოვებული სიღარიბეში.
არა უსამართლობას!
შეავსე პეტიცია, შემოგვიერთდი!
_________________________________
ხელისუფლებამ სიღარიბეში მიატოვა:
164 ათასი სოციალურად დაუცველი - დახმარება 0 ლარი
0 დან 65000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც ჰყავთ 3 შვილზე ნაკლები, მთავრობა არ ეხმარება, იმ ფონზე, როდესაც, ბოლო კვლევებით, ყოველდღიურად იმატებს ფასები საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. ეს კრიზისი მძიმედ დააწვა ყველა სოციალურად დაუცველს და არ შეიძლება ამ 164 ათასი სოციალურად დაუცველის ასე, ბედის ანაბარად, მიტოვება. ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის ერთჯერადი წყაროც კი, რასაც არ არეგისტრირებდნენ, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით. დღეს, მოსახლეობის ეს ჯგუფი, სიღატაკის ზღვარს მიუახლოვდა. მათი ყოველდღიური შემოსავალი შეადგენს 2 ლარს, დღეში, საიდანაც მხოლოდ პირბადეში უწევთ 50 თეთრის, ან 1 ლარის - ნახევარი თანხის გადახდა.
760 ათასი პენსიონერი - დახმარება 0 ლარი
პენსიონერები კორონავირუსის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. კრიზისის პერიოდში, მათ გაუძვირდათ საკვები პროდუქტები, ყოველდღიურად უწევთ პირბადეების და ანტიბაქტერიული საშუალებების ყიდვა. მათი ნაწილის ოჯახის წევრებმაც დაკარგეს შემოსავლის წყარო. ამ პირობებში, პენსიონერებზე დახმარება ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ 2021 წლის გეგმებზე გვესაუბრენ და კრიზისამდე არსებული პროექტები შემოგვასაღეს ახალ იდეად.
მთავრობამ პენსიონერების დახმარების ზრდა 1 ივლისიდან გადაწყვიტა და ყველაზე კრიზისულ ივნისის თვეში დახმარების გარეშე დატოვა ისინი.
590 ათასი თვითდასაქმებული - დახმარება 0 ლარი
სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები, დაკარგეს თუ არა შემოსავლის წყარო და, ზოგადად, განსხვავდება თუ არა მათი ფინანსური მდგომარეობა იმ ადამიანების ფინანსური მდგომარეობისგან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ეკონომიკის გაჩერებამ, პირველ რიგში, სწორედ თვითდასაქმებულები დააზარალა. 165 000 თვიდასაქმებულის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.
მხარდაჭერა ყველას!
არა უსამართლობას!
შეავსეთ პეტიცია და მოითხოვეთ კუთვნილი დახმარება