საკონტაქტო ინფორმაცია
გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

დასრულებული

10003
10000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.
   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.
   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                
  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.
   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას. 
   ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!