საჭიროა 847 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
გარემოს დაცვა-პოლიეთილენთან ბრძოლა
მოვიდა დრო ყველამ სერიოზულად ვიზრუნოთ გარემოზე.ადამიანები მას ყოველდღიურად დიდ ზიანს ვაყენებთ,რაც სამომავლოდ არსებულ პრობლემას უფრო გაამწვავებს.ყოველი ინიციატივა,რომელიც ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვასა და ადამიანის მიერ გარემოს მიმართ მიმყენებელი რისკების შემცირებაზე,გახდება უდიდესი სარგებლის მომტანი ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.ჩვენი ქვეყანა უფრო ლამაზი იქნება ხეებზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის,ქუჩასა და ტყეში დაყრილი პლასტმასის ბოთლების გარეშე,რომელთან გამკლავებისთვის ბუნებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. საზღვარგარეთ უკვე ჩატარდა უამრავი აქტივობა ამ პრობლემასთან გამკლავების მიზნით.იდეა საქართველოშიც გამოჩნდა,თუმცა არა მასშტაბურად,რაც არც თუ ისე სარგებლის მომტანია.პეტიციის მიზანია თბილისში დაიდგას პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები.დედაქალაქის შემდეგ კი ეტაპობრივად ქვეყნის სხვა ქალაქებში გარემოზე ზრუნვა მოსახლეობის ყოველი წევრის ვალდებულებაა,იდეა კი ამ მისიის განხორციელებაში დაგვეხმარება.