საჭიროა 2265 ხელმოწერა
ადრესატი:
- გარემოს დაცვის სამინისტრო
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს პარლამენტი
SOS!!!! ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე ბორჯომის ხეობაში !!!!!
გამოცხადდეს მორატორიუმი და აიკრძალოს ხის მოჭრა ბორჯომის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში რამდენიმე სახის პრობლემაა:
1) აშკარაა ტენდენცია- სანიტარული ჭრის სახელით ძალიან ბევრი ჯანსაღი ხე იჭრება. გასახმობად განგებ აზიანებენ ჯანმრთელ ხეებს - მთელ სიგრძეზე მერქნის ხის დაავადმყოფებას იწვევს, რაღაც დროის შემდეგ კი მასზე სანიტარული ჭრის ლიცენზია გაიცემა და ჭრიან. მოჭრილი ხეების ადგილზე ნერგების გახარების ნაცვლად, ახალი ნაგებობა შენდება. ამ ტიპის "დამთხვევები" უკვე ინტენსიურ სახეს ღებულობს.
2) 2008 წლის ომის დროს ბორჯომის ხეობაში დაიწვა ტყეები, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. მთის დიდი მასა ხის გარეშე დარჩა, რაც გამოიწვევს ქანების მოშლას და მეწყერს, მიგვიყვანს ისეთ კატაკლიზმამდე, რაც მოხდა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს. ამის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ ზომებია მისაღები.
3) არ არსებობს მეტყევისა და სატყეო რეინჯერის ძლიერი ინსტიტუტი, ბორჯომის ხეობის ზოგიერთ ზონაში მეტყევე საერთოდ არ ჰყავს ტყეს და სრულიად უკონტროლო მდგომარეობაა.
4) ინტენსიურად ნაგვიანდება მდინარეები და ტყეები, რაც წყალსა და ბუნებას უმოწყალოდ აბინძურებს. არ არსებობს არანაირი ბერკეტი და არ ტარდება სამართლებრივი სანქცია გარემოს დამაბინძურებლების მიმართ.
5) სოფლებში არის სანიტარული კვანძებისა და საკანალიზაციო გაყვანილობის პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ხშირად თავის ნების საწინააღმდეგოდ, WC-ს გაყვანილობებს უერთებს მდინარეებს, ასეთ სიტუაციებში აპრობირებულია ბიოტუალეტების მოთავსება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობა კი თავისი რესურსებით ამას ვერ მოახერხებს. ---------------
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების და ადგილობრივი თვითმართველობისგან ვითხოვთ, გამკაცრდეს გარემოს დაცვის კანონმდებლობა და სანქციები, დაისაჯონ დამნაშავეები და შეიქმნას ეფექტური ეკოლოგიური სისტემა