საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ სურამის "ბაიანთხევის" ტყე-პარკი

საჭიროა 8652 ხელმოწერა

1348
10000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გადავარჩინოთ სურამის "ბაიანთხევის" ტყე-პარკი

დაბა სურამის მოსახლეობას ესაჭიროება დახმარება! 2017-ი წლის ზამთარში გაიყიდა სურამის ტყის მონაკვეთი (ისე რომ არავის მოსახლეობისათვის არაფერი უთქვამს!) რომელიც სურამში ცნობილია, როგორც "ბაიანთხევის ტყე-პარკი". სადაც რამდენიმე წელია იმართება არტგენის ფესტივალი. აღნიშნული ტყე-პარკი არის ხელოვნურად გაშენებული. იგი 1934 წელს გააშენა მიხეილ მურვანიშვილმა რომელიც ამავე ტყის პირას არის დაკრძალული. ახლა კი გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკის სამინისტრო დამატებით კიდევ 5 ჰა მიმდებარე ტყის მასივის აუქციონზე გატანას გეგმავს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ ტყეს და არა მარტო ადგილობრივებისთვის არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან დამსვენებლები ამ ტყის სამკურნალო თვისებების გამო. გთხოვთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროთ დაბა სურამის მოსახლეობას ვაიძულოთ ეკონომიკის სამინისტრო, რომ არ გაიტანოს "ბაიანთხევის ტყე-პარკის" მონაკვეთი გასაყიდად, გააუქმოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგები! იმისათვის რომ საქართველოს მოსახლეობამ კვლავ უფასოდ შეძლოს  ბაიანთხევის ტყით სარგებლობა. აღნიშნული ტყის მასივი არ უნდა აღმოჩნდეს კერძო პირის -ან რომელიმე საინვესტიციო ჯგუფის მფლობელობაში. 
აუქციონზე გატანა იგეგმება 12 მარტს, დრო ცოტა გვაქვს.
გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილნი მოაწერეთ პეტიციას ხელი, დავეხმაროთ სურამლებს ტყე-პარკის გადარჩენაში.


http://b.pix.ge/s/hidyw.jpg