დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- თბილისის მერია
უპატრონო ცხოველებისთვის კეთილმოწყობილი თავშესაფრის (პიტომნიკით და ადგილობრივი ვეტ-კლინიკით) მოწყობა, ჩიპირება და დონაციების სისტემის და მოხალისეთა პროგრამების დანერგვა
ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...
გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება, რომლის განხორციელება წერტილს დაუსვავს ბევრ არსებულ პრობლემას, როგორც მოქალაქეების ჩივილების უსახლკარო და მაწანწალა ცხოველების გამო, ისევ ცხოველების გაჭირვებული მდგომარეობის მხრიდანაც. 1) ვითხოვთ კეთილმოწყობილი თავშესაფრის მოწყობას ან რსებუი მუნიციპალური თავშესაფრის გაფართოეებას და გაუმჯობესებას; მთავარია საკმარისი რესურსი და სივრცე იყოს ცხოველებისთვის, იმისთვის, რომ მარტივად განხორციელდეს დაავადებათა გავრცელების კონტროლი, როგორც შიდა ტერიტორიაზე ისე გარეთაც. (თბილისში არსებული მუნიციპალური თავშესაფარი თავისი შესაძლებლობებიდან და მათი ხელთარსებული საშუალებებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ყველა უსახლკარო ცხოველის განთავსებას/მიკედლებას და კარანტინში მყოფი ცხოველების ერთმანეთზე დაავადებების გავრცელების კონტროლს. მათ შორის დაავადებული ცხოვლების დაჭერის/გადაყვანის შემდეგ არ ხორციელდება სათანადო სადიზინფექციო პროცედურები, რაც საფრთხეს უქმნის ჯამრთელ ცხოველებს, რომლებიც ხდებიან თავშესაფრის ტერიტორიაზე. აგრეთვე, ანალიზების და სამედიცინო დათვალიერების ეტაპამდე თავშესაფრის საკარანტინო სივრცეში თავსდება ყველა ცხოველი ერთად, ერთ გალიაში, სადაც დაავადებების გავრცელების რისკი უაღრესად იზრდება. ხშირ შემთხვევაში დაკარგული ან სახლიდან გაპარული ცხოველები იჩენენ თავს ამ თავშესაფარში სადაც ამ თავშესაფრიდან ბრუნდებიან პატრონთან უკვე დაავადებულები). აუცილებელია ამ გადაუდებელი საკითხის განხილვა და მკაცრი ზომების მიღება, რადგან არსებული ვითარებიდან გამომდინარე წარმოიქმნება უამრავი კანონდარღვევა, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ქმედებები და იქმნება ზოგი მოქალაქისთვის დიდი დისკომპორტი, რაც ზრდის უამრავ უთანხმოებას და კონფლიქტს ცხოველთა დამცველებს და უქმაყოფილო მხარს შორის. თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო საშუალებით და რესურსით (კვალიფიცირებული ვეტ-ექიმები და მომვლელები, სადაც მოხდება ცხოველების მკურნალობა ( და არა დაძინება დაავადების გამო!) და გასტერილება. სადაც ცხოველები იქნებიან მათთვის უსაფრთხო კომფორტულ გარემოში, სადაც ახალი მიღებული დაავადებული ცხოველებისგან დაავადებების გავრცელება ჯამრთელ ცხოველებისთვის იქნება შეუძლებელი!) 2) ვითხოვთ ცხოველთა მოყვარულებისათვის მოხალისეთა პროგრამების დანერგვა და თავშესაფრისთვის დონაციების გამჭირვალობის კონტროლის მექანიზმების მოწყობას. ეს ახალი/განახლებული თავშესაფარი იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებული მკაფიო დილემისთვის. ცივილურ ქვეყნებში ყველგან არსებობს მსგავსი ორგანიზაციები, სადაც მოსახლეობის ნაწილი სპონსირებას უწევს ამ თავშესაფარს, რომელიც თავის რიგად წარმოადგენს პიტომნიკსაც საიდანაც იშვილებენ, ანუ აყავთ ცხოველი ოჯახში ან იყენებენ და წვრთნიან ოგორც ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ისე უსინათო ადამაინებისთვის. ამ შემთხვევაში ცხოველი მოვლილია, ჯამრთელია, შემოწმებულია, აცრილია, სუფთაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ოჯახისთვის ან სხვა ცხოველებისთვის. ამ გზით ჩვენ ავღმოფხრავთ დაავადებების გავრცელებას და სასტიკი მოპყრობის აქტებს საგრძნობლად შევამცირებთ. და 3) შემოყვანილი იქნას ცხოველების ჩიპირება, რის მიხედვით ძალზე გამარტივდეა ცხოველის იდენტიფიცირება და პოვნა დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. დამატებით ეს მიდგომა უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს პატრონს, იმ შემთხვევაში თუ მას მოუნდება ცხოველის ქუჩაში გაგდება. ერის კულტურა ცხოველებთან მოპყრობით განისაზრვრება...